ინტელის ტრენინგი
Monday, 26 November 2018
მეცხრე დღის რეფლექსია
დღევანდელ ტრენინგზე ჩვენი საპროექტო ნამუშევრები ავტვირთეთ დრაივზე,შემდეგ ჯგუფის ყველა წევრმა გააკეთა პროექტის პრეზენტაცია,მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი,რაც შემდგომი პროექტის დაგეგმვისას გამოგვადგება.ძალიან საინტერესო ტრენინგი იყო,ამისათვის დიდი მადლობა ტრენერს.
Monday, 19 November 2018
მერვე დღის რეფლექსია
მოსწავლის პრეზენტაცია
დღეს ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით ვიმუშავეთ რესურსების შექმნაზე,შევისწავლეთ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.ვისწავლეთ ელექტრონული კითხვარის მომზადება,გაზიარება,ბლოგზე გვერდების დამატება.
დღეს ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით ვიმუშავეთ რესურსების შექმნაზე,შევისწავლეთ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.ვისწავლეთ ელექტრონული კითხვარის მომზადება,გაზიარება,ბლოგზე გვერდების დამატება.
Friday, 16 November 2018
მეშვიდე დღის რეფლექსია
ტრენინგის დასაწყისში გავეცანით მოსწავლეთა პრეზენტაციის ნიმუშებს. მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი.გავეცანით და განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას.მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით შევარჩიეთ შესაფერისი დავალებები.მოვამზადეთ პრეზენტაციის შაბლონები და გადავხედეთ პროექტის გეგმას. მადლობა ტრენერს საინტერესო და შთამბეჭდავი ტრენინგისათვის.
Monday, 12 November 2018
მეექვსე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე საინტერესო იყო.ტრენინგის დასაწყისში მოვუსმინეთ მოსწავლეთა პრეზენტაციების ნიმუშებს,მივაწოდეთ ერთმანეთს უკუკავშირი,დავათვალიერეთ სხვადასხვა შეფასების რუბრიკა,შევქმენით ჩვენი პროექტის შესაბამისი შეფასების რუბრიკები.
Friday, 9 November 2018
მეხუთე დღის რეფლექსია
დღეს ერთმანეთს გავუზიარეთ შთაბეჭდილებები პროექტის გეგმების შესახებ,გავეცანით საავტორო უფლებებს, ინტერნეტი განვიხილეთ,როგორც ინფორმაციის მოძიების წყარო,ისე კომუნიკაციის საშუალება.ასევე გავეცანით და დავათვალიერეთ მოსწავლეთა ნამუშევრები.
Monday, 5 November 2018
მეოთხე დღის რეფლექსია
ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი დღე.ამ ტრენინგით შევისწავლე, თუ როგორ ვიმუშავო შეფასების გეგმაზე, მის მეთოდებზე და ინსტრუქციებზე.შევქმენით შეფასების სქემა წინარე ცოდნისათვის.ვიმუშავეთ "power point"-ის საპრეზენტაციო პროგრამაში.
Friday, 2 November 2018
მესამე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო ჩემთვის.ვიმუშავე პროექტის გეგმაზე,ავტვირთე პროექტის მიზნები, ესგ.-ს სტანდარტები და ინდიკატორები,მიმართულების მიმცემი კითხვები.ვფიქრობ ყველაფერი ეს დამეხმარება სამომავლოდ ახალი პროექტის დაგეგმვის დროს.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
|
|
ზოგადი კითხვა
|
რამდენად რეალურია ყოველთვის სიკეთის გამარჯვება
ბოროტებაზე?
|
თემატური კითხვები
|
რას
შეცვლიდით ზოგიერთ ზღაპარში? როგორ დაასრულებდით ან გააგრძელებდით მის შინაარსს?
|
შინაარსობრივი
კითხვები
|
რა
არის დამახასიათებელი ზღაპრისათვის?
რით
განსხვავდება ზღაპარი სხვა ლიტერეტურული ჟანრის ნაწარმოებებისაგან?
რა
განსხვავებაა ლიტერატურულ და ხალხურ ზღაპარს შორის?
|
Subscribe to:
Posts (Atom)