Monday 26 November 2018

მეცხრე დღის რეფლექსია

დღევანდელ ტრენინგზე ჩვენი საპროექტო ნამუშევრები ავტვირთეთ დრაივზე,შემდეგ ჯგუფის ყველა წევრმა გააკეთა პროექტის პრეზენტაცია,მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი,რაც შემდგომი პროექტის დაგეგმვისას გამოგვადგება.ძალიან საინტერესო ტრენინგი იყო,ამისათვის დიდი მადლობა ტრენერს.

Monday 19 November 2018

მერვე დღის რეფლექსია

მოსწავლის პრეზენტაცია

         დღეს ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით ვიმუშავეთ რესურსების შექმნაზე,შევისწავლეთ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.ვისწავლეთ ელექტრონული კითხვარის მომზადება,გაზიარება,ბლოგზე გვერდების დამატება.

Friday 16 November 2018

მეშვიდე დღის რეფლექსია

     ტრენინგის დასაწყისში გავეცანით მოსწავლეთა პრეზენტაციის  ნიმუშებს. მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი.გავეცანით და განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას.მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით შევარჩიეთ შესაფერისი დავალებები.მოვამზადეთ პრეზენტაციის შაბლონები და გადავხედეთ პროექტის გეგმას. მადლობა ტრენერს საინტერესო და შთამბეჭდავი ტრენინგისათვის.

Monday 12 November 2018

მეექვსე დღის რეფლექსია

   დღევანდელი დღე საინტერესო იყო.ტრენინგის დასაწყისში მოვუსმინეთ მოსწავლეთა პრეზენტაციების ნიმუშებს,მივაწოდეთ ერთმანეთს უკუკავშირი,დავათვალიერეთ სხვადასხვა შეფასების რუბრიკა,შევქმენით ჩვენი პროექტის შესაბამისი შეფასების რუბრიკები.

Friday 9 November 2018

მეხუთე დღის რეფლექსია

         დღეს ერთმანეთს გავუზიარეთ შთაბეჭდილებები პროექტის გეგმების შესახებ,გავეცანით საავტორო უფლებებს, ინტერნეტი განვიხილეთ,როგორც ინფორმაციის მოძიების წყარო,ისე კომუნიკაციის საშუალება.ასევე გავეცანით და დავათვალიერეთ მოსწავლეთა ნამუშევრები.

Monday 5 November 2018

მეოთხე დღის რეფლექსია

 ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი დღე.ამ ტრენინგით შევისწავლე, თუ როგორ ვიმუშავო შეფასების გეგმაზე, მის მეთოდებზე და ინსტრუქციებზე.შევქმენით შეფასების სქემა წინარე ცოდნისათვის.ვიმუშავეთ "power point"-ის საპრეზენტაციო პროგრამაში.

Friday 2 November 2018

მესამე დღის რეფლექსია

        დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო ჩემთვის.ვიმუშავე პროექტის გეგმაზე,ავტვირთე პროექტის მიზნები,  ესგ.-ს სტანდარტები და ინდიკატორები,მიმართულების მიმცემი კითხვები.ვფიქრობ ყველაფერი ეს დამეხმარება სამომავლოდ ახალი პროექტის დაგეგმვის დროს.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
რამდენად რეალურია ყოველთვის სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე?
თემატური კითხვები
რას შეცვლიდით ზოგიერთ ზღაპარში? როგორ დაასრულებდით ან გააგრძელებდით მის შინაარსს?
შინაარსობრივი კითხვები
რა არის დამახასიათებელი ზღაპრისათვის?
რით განსხვავდება ზღაპარი სხვა ლიტერეტურული ჟანრის ნაწარმოებებისაგან?
რა განსხვავებაა ლიტერატურულ და ხალხურ ზღაპარს შორის?