Friday, 2 November 2018

მესამე დღის რეფლექსია

        დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო ჩემთვის.ვიმუშავე პროექტის გეგმაზე,ავტვირთე პროექტის მიზნები,  ესგ.-ს სტანდარტები და ინდიკატორები,მიმართულების მიმცემი კითხვები.ვფიქრობ ყველაფერი ეს დამეხმარება სამომავლოდ ახალი პროექტის დაგეგმვის დროს.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
რამდენად რეალურია ყოველთვის სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე?
თემატური კითხვები
რას შეცვლიდით ზოგიერთ ზღაპარში? როგორ დაასრულებდით ან გააგრძელებდით მის შინაარსს?
შინაარსობრივი კითხვები
რა არის დამახასიათებელი ზღაპრისათვის?
რით განსხვავდება ზღაპარი სხვა ლიტერეტურული ჟანრის ნაწარმოებებისაგან?
რა განსხვავებაა ლიტერატურულ და ხალხურ ზღაპარს შორის?

No comments:

Post a Comment